loader image

click for more forereplica.article source https://www.bothglow.com/.image source replica rolex.right here fake rolex.To get more information about https://www.goldreplicashop.com.my sources repliki zegark贸w omega.Top brand who sells the best replica watches.my site replica rolex.next rolex replications for sale.read review China replica wholesale.find here https://www.movieswatches.com/.Best place to buy https://www.broadbandwatches.com.helpful site https://www.deliverywatches.com/.With Free Shipping Worldwide fake breitling.look at this website replica bell and ross.get more moneytagheuer.com.Wiht 50% Discount replica watches aaa+ quality.Going Here https://www.bankruptcywatches.com/.redirected here bell and ross replica.click for more info breitling bentley replica.

ხშირად დასმული კითხვები

საქართველოს ბაზარზე შემოგვაქვს მხოლოდ მაღალხარისხიანი საქონელი,  რომელმაც ევროპისა და აზიის ბაზრებზე უკვე დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი.

ჩვენს ძირითად მომწოდებლებთან გვაქვს ექსკლუზიური შეთანხმება საქონლის იმპორტზე, რაც ჩვენი კომპანიის მათი მხრიდან აღიარების გარდა,  საქონლის ფალსიფიცირებისგან დაცვის ერთ-ერთი წინაპირობაა.

შპს ტუმბო გთავაზობთ არა მხოლოდ პროდუქციას, არამედ მის მონტაჟსა და მონტაჟის შემდგომ სერვისს, რაც ნიშნავს, რომ კომპანია სრულად იღებს პასუხისმგებლობას მისი პროდუქციის ექსპლუატაციის ხანგრძლივობასა და ხარისხზე.

პროდუქციის შერჩევისას გასათვალისწინებელი ფაქტორები განსხვავდება პროდუქციის ტიპის/სახეობისა და თქვენი მოთხოვნების შესაბამისად.

მაგალითად :

აგარაკის/საცხოვრებელი ბინის წყალმომარაგებისათვის გასათვალისწინებელია სველი წერტილების რაოდენობა, სულადობა, სართულიანობა, სიმაღლე, მანძილი წყლის წყაროდან სახლამდე, მილის დიამეტრი და სხვა ინდივიდუალური ფაქტორები.

კორპუსის წყალმომარაგებისათვის, სატუმბო სადგურის შერჩევისას გასათვალისწინებელია კორპუსის სიმაღლე/სართულიანობა, ბინების/მაცხოვრებელთა რაოდენობა, გაყვანილი მილის დიამეტრი (რაც სასურველია წინასწარ იქნას ჩვენთან შეთანხმებული).

ჰაერის სისტემების შემთხვევაში (ჰაერის კომპრესორი თუ სხვა) გასათვალისწინებელია თვენი დარგის მიმართულება (საავადმყოფო, სტომატოლოგია, წარმოება, პროფილაქტიკა, სამღებრო სამუშაოები, საყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის და ა.შ), თქვენს დაწესებულებაში არსებული დანადგარის ჰაერის წარმადობა, სამუშაო წნევა და სხვა უამრავი ფაქტორი რომელიც დამოკიდებულია ბიზნესის/საწარმოს სპეციფიკაზე.

 

ვინაიდან ყოველი საქმიანობა ისევე როგორც ყოველი შესასრულებელი სამუშაო განსხვავებული და ინდივიდუალურია. ამიტომ გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ვებ გვერდის, ელექრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით, რათა მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად მოგაწოდოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია.

აქვე შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი სახის კონსულტაცია უფასოა.

ვინაიდან ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროდუქცია არის სპეციალიზირებული საქონელი, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ ცოდნას, გთხოვთ, საქონლის შეძენამდე გაიაროთ კონსულტაცია ჩვენს კვალიფიციურ თანამშრომლებთან და ამის შემდგომ მიიღოთ გადაწყვეტილება.

წყლისა და ჰაერის სისტემების შეძენისას გაითვალისწინეთ რომ სასურველია ასევე შეიძინოთ ე.წ. “დამცავი ფარი“ რომელიც დაიცავს თქვენს შენაძენს ძაბვის ცვალებადობის, გადახურების, უწყლოობის, ფაზის დაკარგვისა თუ სხვა უამრავი შემთხვევისაგან.

როგორც წყლის, ასევე ჰაერის სისტემების მონტაჟირებისათვის სასურველია მიმართოთ პროფესიონალ ხელოსანს, რადგან არასწორი მონტაჟის შედეგად დაზიანებულ პროდუქციაზე არ ვრცელდება უფასო საგარანტიო სერვისი.

ჩვენ შესახებ

ჩვენი კომპანია 2010 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ეწევა ინდუსტრიული და საყოფაცხოვრებო დანიშნულების წყლის და  ჰაერის სისტემებს საცალო და საბითუმო რეალიზაციას. მისი ამჟამინდელი სახელი “ტუმბო“ 2018 წლის რებრენდინგის შედეგად ჩამოყალიბდა.  

ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ თვითგანვითარებაზე და ვცდილობთ გავითვალისწინოთ მომხმარებელთა მოთხოვნები, რათა მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად დავაკმაყოფილოთ ისინი. 

შპს ტუმბო-ს ყავს საიმედო და ცნობადი უცხოელი პარტნიორი კომპანიები, რომელებიც მუდმივად ზრუნავენ პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე. კომპანია სწრაფად ვითარდება და წარმატებით ასრულებს მის მისიას, რასაც წარმოადგენს  მომხმარებელის მაღალი ხარისხისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქციითა და სერვისით უზრუნველყოფა.

Call Now Button